საქართველო ევროპელი გადამფრენი ფრინველებისთვის ყველაზე დიდი დერეფანია. ერთი ნაწილი კოლხეთის ჭაობების გავლით მიფრინავს, მეორე კახეთის გზით, მესამე და ყველაზე მთავარი ჯავახეთის ტბების გავლით.
ჯავახეთის დერეფნით 250მდე სახეობის ფრინველი სარგებლობს და წელიწადში ორჯერ გადაადგილდება. ჯავახეთი სამოთხეა ორნიტოლოგებისთვის და ალფრედ ჰიჩკოკის თაყვანისმცემლებისთვის. თუმცა ვფიქრობ, რომ ამ უკანასკნელმა კატეგორიამ მისი არსებობის შესახებ არაფერი იცის.
ჯავახეთის ეროვნული პარკი 2011 წლიდან ოფიციალურად არსებობს. მის შექმნასა და განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა WWF-მა, რომელმაც მოიძია დონორები და პარკის ჩამოყალიბებისას მიმდინარე სამუშაოები სრულად განახორციელა.
დღეს ჯავახეთის პარკს უკვე შეუძლია დამთვარიელებლების, ტურისტების და პროფესიონალი ორნიტოლოგების მიღება. მათ დახვდებათ ვიზიტორთა ცენტრი, აღჭურვილობა, პროფესიონალი რეინჯერები და რამდენიმე საოჯახო სასტუმრო.
თუმცა მაინც რჩება რამდენიმე პრობლემა და მათ შორის ყველაზე თვალსაჩინო: ფართო სპექტრით წარმოდგენილი პლასტიკატის ბოთლები და პოლიეთილენის პარკები, ანუ ნაგავი, რომელიც არ იხრწნება.
ჯავახეთი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი და მცირედ დასახლებული რეგიონია. კლიმატი არის მკვეთრად გამოხატული კონტინენტური, ზაფხულში ძალიან ცხელა, ზამთარში კი სიცივე -30 გრადუსამდეც ადის. ტყე პრაქტიკულად არ არსებობს, სოფლებში არ არის ბუნებრივი აირი და გათბობის მთავარი საშუალება გამხმარი ნაკელია.
ადვილად გაიაზრებთ ჯავახეთში ცხოვრების სიმძიმეს, თუ წარმოიდგენთ, რომ გასათბობად ყოველდღე ნეხვის ბლოკებად ჭრა და კედელზე გასახმობად შელაგება გიწევთ. და თუ არ დაჭრი და შეალაგებ, უბრალოდ გაიყინები. ჩემო მკითხველო, შენი სუსტი ფსიქიკა ამისთვის მზად არ არის, ამიტომ ჯობია ეს ყველაფერი ისევ ჩიტების საოცრად რომანტიკული მომენტით გავაქარვოთ.
ჯავახეთი კარგი ადგილია ველოსპორტისთვისაც: გზები არის კარგი და აღმართებიც ნაკლებად გვხვდება. თუმცა მთვარი პრობლემა იქ ველოსიპეტის ჩატანაა. მიკროავტობუსებში ველოსიპედს როგორც წესი ვერ ჩატევ.
ტბების საცხენოსნო ტური ვფიქრობ საქართველოს ტურიზმის ჰიტი უნდა გახდეს.
პარკის სწორი განვითარება, ვიზიტორების სიმრავლე და რაღა თქმა უნდა ევროპასთან დამაკავშირებელი რკინიგზის დასრულება ჯავახეთის რეგიონის გადარჩენის ერთადერთი შანსია. რეგიონის, რომელიც ძირითადად მივიწყებული იყო და სადაც სეპარატისტული აქტივობა ყოველთვის მაღალი გახლდათ. ჯავახეთმა და მისმა მოსახლეობამ უნდა იგრძნოს, რომ ისინი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. შედეგად პრობლემები ნელნელა გაქრება და დავიწყებას მიეცემა.
მე ბევრს აღარ დავწერ. უბრალოდ ჩადით და მოინახულეთ ჯავახეთის საოცრად ლამაზი ტბები. სადაც კარგ ბინოკლს თუ წაიღებთ ბევრ აქამდე უნახავ ფრინველს ნახავთ და იქნებ იმ ცისფერ ფრინველსაც მოჰკრათ თვალი, მთელი ჰოსპიტალი რომ ელოდა. გახსოვდეთ, რომ ფარავანის, ჩრდილის, კარწახის გაქრობის შემთხვევაში გაქრებიან ჩიტები და მერე ადამიანებიც. მე კი ვისურვებდი, რომ სადმე ფარავნის ნაპირზე დიდი ჰიჩის თუნდაც პატარა ძეგლი ვიხილო. ეს იქნება საქართველოს მხრიდან საოცრად კულტურული ჟესტი და ამდენ ჩიტსაც ღირსეული პატრონი გამოუჩნდება.
i love to play not so loud
observing, peeping dark crowd
who’s dancing crossing there tails
moving lights all around
the river is going from right to left
maybe from the ultraright to the ultraleft
crossing fingers between your legs
watching touching feelings theft.
don’t tell me you have a daughter
that she fell in love with harry potter
I like your nails in my neck
Harder, faster stronger hotter.
Im not even interested in social networks
and i’m not interesting
by my self
dentist’s armchair has become my living place
and i never dance
anymore
and i never dance
anymore
u said i look amazing in darkness
when the stars shine
above my head
I was smiling a lot and smelling your cigarettes
but now… i never dance
anymore
anymore
and i never dance
anymore
Black is becoming more mainstream with the end of september. Trends and colors almost the same. Not so many looks to shoot, but it’s possible to find several fashionistas or just good looking people, who were brave enough and joined a protest manifestation of students against the violence in Georgian prisons. Not as much as on Bolotnaya Square, but there were tens of beautiful girls, what’s the real positive side of very ambient demonstration.
Today’s another option was an attack of cute looking but very dangerous stuff, called Ben Simon Shoes. We have to fight not only against the violence but against Ben Simons to. They kill shoe culture and girls can’t stand the wish of looking like each other.
Smiths, agent Smiths everywhere…
Today I made several photographs, just to remember fashion trends of 19.09.2012 demonstration. It will be different after 10 years.