კურლანდია (ინგ. Cureland, ფრ. Curlandíe) პატარა ქვეყანაა, ბევრმა მის შესახებ არაფერი იცის, რუკაზე თითქმის შეუმჩნეველია, თუ ძველი რუკაა – საერთოდ შეუმჩნეველი. მოსახლეობა 680000. დედაქალაქი კურსკთაუნი (110000) ორი მთის შუაში, ტექტონიკური რღვევის შედეგად გაჩენინილი ტბის ნაპირზეა გაშენებული.

სახელმწიფო ენა: ფრანგული, ინგლისური. ზოგ სამხრეთულ ლანდში გერმანულიც.

კურლანდიაში არ მოდის ხილი, მიზეზი მაღალი მდებარეობა და რთული რელიეფია. ძირითადი სასოფლო სამეურნეო პროდუქცია მეზობლებისგან შემოდის. არც ქალაქებია განვითარებული. აქ ცათამბჯენებს ვერ ნახავთ, HSBC-ს, Microsoft-ის, Nestle-ს და Procter & Gamble-ის ჰედქვორთერებს… არც მაკსთორია, არც ძველებური, ვიტრაჟიანი სახლები.

ტრადიციული საქმიანობა სოფტვეარ ქაუნთერფეითინგია. მთავარ პროდუქტს პატარა სოფტ სამტეხლოები ქმნიან, რომლებიც ძვირიანი პროგრამების იაფ ვერსიებს ამზადებენ. გატეხილი პროგრამები ექსპორტზე არაკანონიერი გზით გადის, თუმცა ხელისუფლება ხვდება, რომ ეს მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყაროა, ამიტომ არ ებრძვის. არ შეგეშინდეთ თუ კურსკთაუნის ბაზრობაზე დაინახავთ დისკს წარწერით “Abobe Photoshop CS18.0” – “20 ევრო”. ან “Bulldozer by Lative Instruments” – 10 ევრო… ეს ისაა რაც თქვენ გგონიათ, ცოტა სხვანაირი და იაფი. მერე ჰარდ დრაივიც შეიძინეთ ბექაფისთვის.

კურლანდია რამდენიმე ქვეყნის მიერ გაღებული ტერიტორიიდან შეიქმნა. შეიქმნა იმ არალეგალური ემიგრანტებისთვის,  რომლებმაც თავის დროზე პასპორტი დახიეს და რომელთა იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.

დაარსებიდან ორი წლის თავზე, კურლანდიაში პირველი დემოკრატიული არჩევნები დაინიშნა. თუმცა გაჩნდა პრობლემაც: შეუძლებელი იყო ამომრჩევლის აუცილებელი მინიმუმის საარჩევნო უბანზე მიყვანა. კურლანდიის ეთნიკურად უჭრელესი და დიდი ხნის მანძილზე არალეგალური მოსახლეობა პოლიტიკურ გულგრილობას იყო შეჩვეული და არჩევნების მიმართ არანაირ ინტერესს არ ამჟღავნებდა. აქ არავინ დადიოდა სააგიტაციო მიტინგებზე, პროგრამის პრეზენტაციებზე, პლაკატებსაც არავინ ხევდა. მოწესრიგებული კურლანდიელები ტორენტებზე ისხვდნენ და შიგადაშიგ ორგანიზებულად მხოლოდ ტრეფიკის გაზრდას ითხოვდნენ.

არაერთგვაროვანი ინტერესების გამო ძალიან ძნელი გახდა ერთი მიზეზის მოძებნა, რისთვისაც ამომრჩეველი მოვიდოდა. ყველაზე ადექვატურად მაინც ანალოგ-დემოკრატიული პარტიის სლოგანი ჟღერდა: “სწრაფი ინტერნეტი ხალხს!” თუმცა ინტერნეტი აქ ისედაც 100mb/sec იყო.

მაგრამ კურლანდიის დროებითი მთავრობა ოხერი გამოდგა და ხერხი იღონა.

არჩევნები სამუშაო დღეს დაინიშნა. სამსახურიდან მხოლოდ ის გათავისუფლდებოდა, ვინც საარჩევნო უბანზე მივიდოდა და დამამტკიცებელ საბუთად ბიულეტენის ტელეფონით გადაღებულ ფოტოს წარმოადგენდა.

დანიშნულ დღეს ყოველ საარჩევნო უბანს განსაკუთრებული ჯადო აღმოაჩნდა:

გორკის ქუჩაზე, პროფტექნიკუმის შენობაში გახსნილ უბანზე უზარმაზარი პოსტერი გამოჩნდა: ერთ მხარეს მესი და ინიესტა იდგნენ, მეორე მხარეზე – კობი და გასოლი. “მიეცი და ითამაშე სტოპიატი/მინუსპიატი საყვარელ ვარსკვლავებთან ერთად!” დიახ, მთელი დღე ბარსელონას და ლეიკერსის ვარსკვლავები გაუჩერებლად თამაშობდნენ. ზოგი მოიგეს, ზოგი წააგეს. ამოსუნთქვის დრო მხოლოდ ფოტოების გადაღებისას ჰქონდათ. გორკიზე რიგი არ შეთხელებულა, საარჩევნო უბნის დახურვას კი მასიური უკმაყოფილება მოჰყვა, ფანჯარაც კი ჩატეხეს.

უკმაყოფილება მოჰყვა ფიზიკის ინსტიტუტში განთავსებული უბნის დახურვასაც. “მიეცი? მაშინ შეეხე ვალერია ლუკიანოვას მკერდზე ან თეძოზე. ის გელოდება…” – ეწერა ფასადზე გამოფენილ პლაკატზე, ზემოთ პლასტიკური ქირურგიის საოცრება – ვალერია ეხატა. არჩევნების მერე ვალერიამ ბლოგზე სტატია გამოაქვეყნა, სადაც წერდა რომ პოლიტიკაში აღარასოდეს ჩაერევა, რადგან ჯერ ისევ სტკივა ძუძუსთავები.

ლორკას ქუჩაზე ამომრჩეველი 2Pac-ის ჰოლოგრამასთან მღეროდა, კაპიტოლიუმში სტივ ჯობსის სული ჰყავდათ გამოძახებული, რომელსაც iSoul-ით ესაუბრებოდი. რეგიონებში განაწილდნენ მადონა, Руки Вверх და Pet Shop Boys. ყველა საარჩევნო უბანზე გაშლილი იყო სუფრა, რომელსაც იმ უბნის ცნობილი თამადა ხელმძღვანელობდა. იყო სიყვარული… ბევრი იმ დღეს ამოეწერა და სხვა უბანში გადაეწერა.

არჩევნები შედგა. ხალხი ითხოვდა: “კიიიდეეევ!”

მსგავსი ტექნიკის დანერგვა შემდეგ სხვაგანაც სცადეს – უშედეგოდ. მოსკოვში ჩემს ქუჩაზე აქტივისტებმა ბიჭებს 100-100 მანეთი მისცეს. ამათ ფული შეკრეს და დალიეს. მოლდავეთში ტიესტო უკრავდა უბანზე, დაღესტნის ისლამურ დემოკრატიულ რესპუბლიკაში (ДИДР) კი საარჩევნო ურნებზე ცხვრები დაკლეს და იქვე მოხარშეს. ეს ცხოველთა დამცველებმა გაიგეს და ამბავი ატყდა…

Image

On the photo: Valeria Lukyanova