Second Life Festival Chiatura

Second Life Festival Velodrome, Tbilisi

2 ივლისს წყალტუბოში დიდი ამბავია, “ფესტივალი მეორე სიცოცხლე” ამჯერად ამ პატარა და საყვარელ ქალაქში ჩაგუგუნდება. ფესტივალზე 12 ნარჩევი დიჯეი დაუკრავს და შეეცდება, რომ ადგილობრივ ახალგაზრდებს ნამდვილი, კარგი, თანამედროვე კულტურის სიყვარული ცოტა მაინც გაუღვიძოს.

პირველმა Second Life Fest-მა ჭიათურაში იმდენი ქნა, რომ ელექტრონავტზე წლის საუკეთესო ივენთის ტიტული აიღო. ჭიათურაში ისეთი საოცარი ენერგია ტრიალებდა, რომ ძალიან მეწყინებოდა, ფესტივალი ტიტულის გარეშე რომ დარჩენილიყო.

ახლა ეს საოცარი ენერგია წყალტუბოს რკინიგზის სადგურთან იტრიალებს, ადგილზე, სადაც ადრე ბევრი რუსი ნაშა, უკრაინული ლაზი და ყვითელი ვოლგა ტაქსები ტრიალებდნენ. ახლა კიდევ ისეთი სიცარიელეა, რომ აუცილებლად მოგინდება რაიმე აქტიურის გაკეთება.

შაბათს აქ მეორე სიცოცხლე იგუგუნებს – გემრიელი ტექნო ბედნიერი სახეებით გახურებული, შენი მოვალეობაა მხოლოდ ის, რომ მოხვიდე და ისიამოვნო.

მოდი წყალტუბოში და იგრძენი ბაბუების მაშინდელი ემოცია, რომლებსაც ბევრი რუსი ნაშები ჰყავდათ რომლებიც მთელ წელს “Цхалтубо”-ში ჩასვლაზე ოცნებაში ატარებდნენ.

მოდი და ნახე, რომ საქართველოს რეგიონებში მგზავრების გარდა სხვა ხალხის კონცერტის გაკეთებაც შესაძლებელია. ხოლო ქართული ეთნო-სუფრული რეგი არაა შეუცვლელი სტილი.

მოდი და ნახე, რომ ადგილობრივი ახალგაზრდობა ინსტინქტურად ადექვატურად აღიქვამს ნამდვილ თანამედროვე ხელოვნებას და რომ მისი დიდი დოზით მიწოდება სჭირდება.

მოდი და შენც თქვი, რომ დინოზავრის ნაკვალევთან ახლოს თუ კარგ მუსიკალურ აქციას ან ფესტივალს ჩაატარებ, არც ეგ იქნება ტურისტების მოსაზიდად ურიგო ამბავი. და მერე ისინი ყველა ერთად ჩვენი სახელმწიფოს ბიუჯეტს შეავსებენ. ჩვენ კი მერე ევროკავშირში შევალთ.

 

მოდი და მიხვდები, რომ მეორე სიცოცხლეზე შეიძლება მალე თვით ის, რიკარდო ვილალობოსივ ვიხილოთ.

 

უბრალოდ მოდი, დალიე და ბევრი იცეკვე. ჩვენ შენთვის დილამდე დავუკრავთ.

დააბრუნე სიცოცხლე წყალტუბოში.