გაბაზრდა რა, კოცნის თვითნებური აკრძალვის ამბავი, გიორგი კიკონიშვილმა წამოიწყო თემა, რომელიც საჯაროდ კოცნის აკრძალვას აპროტესტებდა. როგორც ყველა უცხო ხილს ამ თემის გარშემოც დიდი აჟიოტაჟი ატყდა, თუმცა საბოლოოდ ხმათა უმრავლესობა მიენიჭა იმ ფაქტს, რომ კოცნა არ უნდა აიკრძალოს პარკებში, თუნდაც ამას არასრულწლოვნები ხედავდნენ, რადგან ადრე თუ გვიან ისინიც ვიღაცას აკოცებენ, სექსიც ექნებათ და მერე სავარაუდოდ გამრავლდებიან. სხვანაირად მოვლენათა განვითარება ცოტა არ იყოს და შეუძლებელია.
დაიგეგმა, რომ ბევრი ადამიანი უნდა მისულიყო რიყის ახალგახსნილ პარკში და პროტესტის ნიშნად საქვეყნოდ ეზასავა. ივენთს 600 ნაღდი და ორასი საეჭვო დამსწრე მოუგროვდა.
როცა ივენთს ფეისბუქზე აქვეყნებ, ხალხი წერს ესწრება თუ არა. ასეა ფართიზე. გამოცდილი მაქვს, რომ როცა 300 კაცს უწერია მოვდივარ, მოდის ზუსტად ნახევარი.
ჟურნალისტები მინიმუმ 50 წყვილს მაინც ველოდით. მაგრამ ძალიან ავცდით…
რიყის ახალ პარკში დათქმულ დრომდე 15 წუთით ადრე მივედი. ამფითეატრის ტრიბუნაზე 50მდე ადამიანი იჯდა და სეირს ელოდა. აქციის მონაწილეები თითქმის არ ჩანდნენ. ჟურნალისტებს რაც შეეხება სრული დასწრება იყო: ჯიპას სტუდენტებით დაწყებული, როიტერის გადამღები ჯგუფით დამთავრებული. ტელეკომპანია იმედს სულაც პირდაპირი ჩართვა ჰქონდა დაგეგმილი, ჟურნალისტები დამსწრე საზოგადოებას რაოდენობით სამჯერ მაინც ვჭარბობდით.
თანდათან ხალხმა იმატა, მაგრამ კოცნით არავინ კოცნაობდა. დამსწრეები ამფითეატრის ტრიბუნაზე ისხსნენ და უბრალოდ სეირს ელოდნენ, ჟურნალისტები კი მშიერი მგლებივით დავძრწოდით.
ძალიან მოსაწყენი სიტუაცია შეიქმნა, როიტერის ოპერატორმა, დათო ჩხიკვიშვილმა ცოტა იმაიმუნა და კამერას ობიექტივში აკოცა. ცოტა ვიხუმრეთ, მასა გადავიღეთ და ისევ მოვიწყინეთ.
გავიდა კიდევ რაღაც პერიოდი და აქციის ორგანიზატორი, გიორგი კიკონიშვილი გამოჩნდა, რომელსაც თან სოციალურ ქსელებში აქტიური რამდენიმე ადამიანი ახლდა.
“გვეშველა” გავიფიქრეთ და კიკონიშვილს მივვარდით. ყველას იმედი გვქონდა, რომ გიორგი კოცნას დაიწყებდა და ყველა აყვებოდა. ქაც მაგრად შევცდით, გიორგიმ გოგოს აკოცა, 30მდე კამერა ერთად შემოვეხვიეთ და დღის ფაქტი დავაფიქსირეთ.
გიორგის კოცნით არავინ აყვა. ცოტა ხნის შემდეგ დავით-მიხეილ შუბლაძე იძულებული გახდა კიდევ ერთხელ წამოეწყო მასობრივი კოცნის პროვოცირება. მასაც არავინ უპასუხა.
ჟურნალისტები ყველას გადარეულებივით დავდევდით და ვცდილობდით, რომ ენის არც ერთი მოძრაობა არ გამოგვპარვოდა. ყველას პირში შევყურებდით, რომ იქნებ შემთხვევით გავარდნილი კოცნა გადაგვეღო.
რამდენიმე ჟურნალისტი ორ გოგოს ეხვეწებოდა, “იქნებ აკოცოთ ერთმანეთს”-ო
შემდეგ შავგვრემანმა წვერგასაპარსმა ახალგაზრდამ, ბესო ლიპარტელიანმა, ამფითეატრის სცენის ცენტრიდან მოუწოდა ერს, რომ ეკოცნათ. მისთვის კი არა, ისე საერთოდ რომ ეკოცნათ. ბესომ პატარა ისტორიული ექსკურსი ჩაატარა და აღნიშნა, რომ აღა მაჰმად ხანის შემოსევის შემდეგ საშიში აღარაფერი იყო, მით უმეტეს საჯაროდ კოცნა. უშედეგოდ… შემდეგ რომ ეჩვენებინა, რომ ეს შესაძლებელია, ბესომ თავის გოგოს აკოცა. რა თქმა უნდა არც ეს გამოგვპარვია და ყველამ გადავიღეთ.
და ყველაფერი მორჩა.
ასეთი რამ ყოველთვის არ ხდება: საქართველოში არსებული ყველა ტელეკომპანია, გაზეთი, ჟურნალი, რამდენიმე რადიო, მათ შორის რადიო თავისუფლება, ბლოგერები, რუსული წამყვანი საინფორმაციო სააგენტოები და ტელევიზიები, როიტერი, ასოშიეითედ პრესი, და ბევრი ისეთიც, რომლებიც უბრალოდ ვერ ვიცანი… ასეთი საინფორმაციო მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე მოვლენებიდან მხოლოდ აგვისტოს ომს ჰქონდა. და კიდევ ხსენებულ აქციას, რომელიც არ ჩატარდა.
ყველამ გაიგეთ, აქციაზე, სადაც ყველას უნდა ვინმესთვის ეკოცნა, არავის უკოცნავია! საოცრება! სირცხვილი!
საბაბი მაქვს ვიფიქრო, რომ სოციალურ ქსელებში ჰიპერაქტიული ადამიანების უმეტესობა, კრიტიკულ მომენტებში უუნაროა. თუ არ გჯერათ, გადახედეთ ივენთის “მიყვარს და ვზასაობ, ხო, პარკში ვზასაობ” კედელს და შემდეგ ჩემს ფოტოებს.
კიდევ უფრო გამიმძაფრდა ეჭვი, რომ არ არსებობს ერთიანი, ჯანსაღი აზრის ქვეშ გაერთიანებული ახალგაზრდა საზოგადოება, რომელიც ნამდვილად გააპროტესტებს რაიმე ცუდს და რქებით გაიტანს სასურველ კარგს. ძირითადად პოტენციის მქონდე მასის აქტივობა ფეისბუქზე სტატუსებით და კომენტარებით კეჭნაობით იფარგლება.
ივენთმა სახელად “გვიყვარს და ვზასაობთ…” დაგვანახა, რომ ფეისბუქის მასას რასაც გინდა იმას აუკრძალავ, საპასუხოდ მასამ მაქსიმუმ ავატარი შეცვალოს და რაიმე პროტესტის გამომხატველი ნახატი დაიყენოს, ჩე გევარა მაგალითად, ანაც, უკიდურესი სასოწარკვეთილებისგან აქაუნთი გააუქმოს. დავიგინები რომ მეტს ვერაფერს იზამს და მერე ყველაფერს შეეგუება.
ადამიანი, რომელსაც არ აქვს პროტესტის გამოხატვის უნარი იმაზე ბევრად უარეს ქვეყანაში ცხოვრებას იმსახურებს, ვიდრე დღევანდელი საქართველოა.
კარგი იქნება რომ აიკრძალოს სექსი, უბრალოდ, პროფილაქტიკის მიზნით.
:)))) აი თურმე რაში ყოფილა საქმე :)) მე დამაგვიანდა, 9-ისკენ მოვედი და რადგან ვერცერთი მოზასავე წყვილი ვერ ვნახე, ჩავთვალე, მალე მორჩნენ საქმეს და დაიშალნენ, ან დაცვამ დაშალა მეთქი 🙂
ეჰჰჰ ძალიან ცუდ ხასიათზე დავდექი 😦
“საბაბი მაქვს ვიფიქრო, რომ სოციალურ ქსელებში ჰიპერაქტიული ადამიანების უმეტესობა, კრიტიკულ მომენტებში უუნაროა”
სხვას რას ელოდი რო? )))
უტრაკოები.
მხოლოდ სტატუსების და კომენტარების დაწერაში არიან გაწაფულები.
ბრავო ალექს, ბრავო, კარგ ჟურნალს შეშურდება ეს სტატია, იუმორი, სარკაზმი, კრიტიკა – ყველაფერი ერთად. სტატიის მეორე ნაწილი ფაქტიურად სულ საციტატეა.
მე რა ვქნა?
მაქსიმუმ წავიღო და ფეისბუქზე დავაშეარეო 😦
არადა იმ ივენთს რო ვათვალიერებდი იმდენი იყვნენ და ისეთი “ანთებულები” მეთქი გინესის რეკორდსაც გამოვკრავთ ხელს :))))))))))))))))))))))
ისა და თქვენ, ვინც იქ იყავით ჰიპერაქტიური ადამიანები, თქვენ რა გააკეთეთ ამ საყოველთაო სირცხვილის თავიდან ასაცილებლად???
გეთანხმები რო კლავიატურის გამტრაკებელი ხალხი გამოვდექით ზოგადად, მაგრამ შენც ჩვენნაირი ხარ და ჩვენ არაფერი არ გვეშველება! უარესს გვიზამენ, ზასაობა, სექსი და ლუდი მონაგონი იქნება და ჩვენ რაც მთავარია, ღირსები ვიქნებით!!!
me gadavige da davwere, imitom rom var jurnalisti.
მე ან სხვას ან კიდე ვინმეს კიარ უნდა ექნა რამე, ას უნდა ექნა ვინც ეს მარაზმი დაგეგმა, თუ არ ქონდა თავი არც უნდა დაეწყო … )
სავალალო დასკვნაა, იმპოტენტი სოცმედია–აქტიური ტიპებითაა გაძეძგილი ფეისბუქი. მამაპაპურ ენაზე ამას უტრაკო მეტრაკეობა ქვია.
და ჟურნალისტები რას მიკეთებდით იქ? ამდგარიყავით და თქვენ მაინც გეკოცნათ ვინმესთვის 🙂
ჟურნალისტები თუ გადავარჩენთ საქართველოს 🙂
me kameras vakoce da bichebi gadavkocne ro mivedi 😀
adgili iyo arasatanadod shercheuli-parkshi 90 % raionidan chamosuli xalxi da bavshvebi iyvnen.mec ar mominda zasaoba
აქცია ჟურნალისტების ზასაობის იმედზე იყო ორგანიზებული, ახ**ეც ეხა ჟურნალისტების ბრალი ყოფილა თურე სხვისი ფეილი თავზე რატომ არ აიღესო )))))))))
რაც მთავარია სეირის მაყურებლები ხო იყვნენ ბლომად : ))
ის ხალხი მაინც ვერ მოიყვანეს, კისფართიზე რო კოცნაობდნენ ? განსაკუთრებით ის 2 ლესბოსელი გოგო , მთელმა ქვეყენამ რო ნახა მათი ვიდეო . იმათ ცვეტში არ გაუტდებოდათ მანდ ზასაობა და მასალაც გექნებოდათ ჟურანლისტებს 🙂
arc viyavi iq, romc vyofiliyavi ar vizasavebdi. Parkshi roca vkocnaob vcdilob mainc rom rac sheidzleba naklebi dorbliani momashterdes
Bra-vo!!
ვიყავი კიდევაც და ვიზაზასავე ცჰემს შეყვარებულთან და ეს წერილი ძალიან გაბერელია.მეც ცოტა სხვა სიტუაციას ველოდებოდი მაგრამ ამ წერილში ბევრი უზუსტობაა
ხალხს საჯაროდ კოცნა უტყდება. სხვა რაზე უნდა ილაპარაკო ამის მერე. ერთი მარტივი რამ ვერ გაგიპროტესტებიათ ასევე მარტივი ხერხით – უბრალო კოცნით.
საბჭოთა კავშირში სექსი ისედაც არ იყო (ბრეჟნევის ვერსიით) 🙂
ეხლა ეგეც რომ აკრძალონ, სასწაული ტალღა აგორდება, მაგრამ მაინც არავინ გარისკავს საჯაროდ ქნას ეგ საქციელი, თუმცა ამას ალექსანდრეს ბაღში ხშირად შვებოდნენ (სანამ გაუნათებდნენ ბაღს).
მე სხვა რამ მაინტერესებს. შეყვარებული პირდაპირ სასტუმროში უნდა წავიყვანო რომ ვაკოცო, თუ მისი მშობლების სახლში ჯობია? რომელ იდიოტს მოსდის თავში ასეთი აზრები და ვიზღუდებით ის უნდა ვნახოთ. პროტესტი არ გადის ამ ქვეყანაში, მარტო საწვავის ფასებთან ატეხილი აურზაური კმარა მაგალითად.
და კიდევ: ცოტა ხანში უნდა შევიდეს ძალაში კანონი დახარჯული ელექტროენერგიის მიხედვით ნაგვის ფულის გადახდის თაობაზე. ამება უფრო ჭკვიანია ვიდრე ამის დამწერი 😦
მასპინძელოოო… არ ვიცი ვინ ხარ მაგრამ შენ დღეს და ამ პოსტით გამიჩინე ნაპირწკალი რწმენისა რომ ვყელაფერი ჯერ დაკარგული არ არის 🙂 რომ არსებობენ ნიჭიერი ჟურნალისტებიც (ან ჟურნალისტი), რომელიც არა მხოლოდ კარგად წერს, მეტიც _ კარგი იუმორი აქვს 🙂
არა, მართლა მაგარი იყო… ფეისბუქ-გამტრაკებლების ფენომენი როცა აღმოვაჩინე, სწორედ მაშინ გავაკეთეთ http://www.lasharela.com/2011/03/error-tv_26.html
ბევრმა ვერ გაიგო (თუმცა ვცდილობდი ყველგან მეთქვა), რომ არამხოლოდ უხარისხო გადაცემების კრიტიკა იყო ამ აქციის მიზანი, არამედ ვირტუალური სამყაროს რაინდების მხილებაც…
ეჰ, ნეტა ჩვენთანაც მოსულიყო როიტერი :)))
ორი მხარე აქვს მედალს. ბავშვებთან ერთად რომ მოდიხარ და ამ დროს ვიღაც თლოყვი ოღრაში კაცი პატარა გოგოს რომ ბურჯგნის და დორბლავს არ მგონია რომ ეგ კარგია და არც ის არის კარგი ვიღაც მეძავის აღზრდილი რომ მთვრალი ღრიალებს ქუჩებში ღამის 2 საათზე. ასე რომ ამ მხრივ ვეთანხმები მაგ აზრს და რაც მაგაზე ჯარიმა იქნება ცემი აზრით რვაჯერ მეტიც უდნა იყოს. : )
პოსტის ბოლო ხაზის განხორციელება მართლაც კარგი იქნებოდა, იქნებ მერე მაინც მოსულიყვნენ გონს
au aravis arafris tav i ar aqvs ,arc im xalxs romelic zasaobas apirebda da arc am statiis damwer jurnalists 😐 no bazz ro amat arafris tavi aqvt , magram shenc ro verafers shvebi (jurnalist) 😐 :v
რას ვიზამთ ეს საქართველოა )) აქ ასე ხდება ხოლმე..
სიყვარული და ზასაობა? სიყვარული და სექსი არ არის სწორედ გაგებული და ახლა ზასაბაში მოინდომეთ სიყვარული. 😀 ისე ზასაობა მეც არ მევასება მაგრამ თუარ დაიშლით. :D, ამ აქციის მოწინააღმდეგე არ ვარ. ზაან კარგია რო ჩატარდა. რამე ისეთი განსხვავებული და ექსტრემალური უნდა გააკეთო თორემ სუნთქვა ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენაა და ყველა სუნთქავს. ყოჩაღ ბიჭებო და გოგოებო და გოგოებო. როგორც ვიცი ლეზბოსელებიც ყოფილან ხო? გენაცვალეთ თქვენ მიყვარხართ.
alex statia momecona,tumca ar shemidzlia ar davetanxmo zogiertbs…. jurnalistebs girlfriendebi ar gkavdat??? roca naxet rom sruliad eri ar apirebda zasaobas,tqven migecat magaliti… kvelas gvinda vigac ikos flagmani da chven an kveri davukrat an egreve gavaprotestot….ogond soc qselebshi… roca aravin gvxedavs da zustad aravin icis vin vart… mokled raga gavagrdzelo….. sasaciloa es kvelaferi satirali rom ar ikos…..
me roca var jurnalisti, ar shemidzlia rom chaverto aqciashi. me vmushaob da vaketeb chems saqmes. sazasaod vinc iko misuli, imat unda ezasavat. me kidev parkebshi ar momwons isedac kocna, ar minda rom chemi intimuri detalebi vinmes gavuziaro.