მე სიმაღლის არ მეშინია.
სამასფუტიანი ხიდიდან
თავდაყირა ხშირად ვფრინდები.

არ მეშინია
მაღალი, ქერა, შავგვრემანი, ჟღალი ალების,
თავპირისმტვრევით
მათკენ როცა გავექანები
და რომ მიდიან
სადღაც იქით – მასაჩუსეტსში.

მე მაშინებს მხოლოდ
დიდი, ბნელი წყალი
და ვერიდები.
იმიტომ, რომ ადრე, დუბლინში
ჩავიხრჩე ღამით
ნავმისადგომთან.
მთვრალი გადავეკიდე
და მერე ის მაღალი, ჟღალი,
დუბლინელი ალი
ჩამომყურებდა…