ფილარმონია
რაში შეიძლება რომ ფილარმონიის შენობა გამოიყენო? კონცერტის ჩატარება მანდ არ ღირს – საშინელი ხმა და აკუსტიკაა, სიტუაცია – მძინარე, ხასიათი – საბჭოთა, ბენდი – ორერა. ანუ მუსიკის მხრივ გამოუსადეგარია.
შეიძლება თუ არა რომ დიდი ფართი გააკეთო? ალბათ კი, მაგრამ ჯერ მხოლოდ მცირე მასშტაბებით, პირველი სართულის ფოიეში ხდება რაღაცეები.
ფილარმონიას ბევრი სართული აქვს და გარედან სულ შემინულია. ძალიან ლამაზი დასანახი იქნება ყველა სართულზე რომ ხალხი ფართოვდებოდეს, ვინმეები უკრავდნენ, სვამდნენ და გარედან შესვლა მხოლოდ მკაცრი ფეის და დრესკონტროლის შემდეგ იყო შესაძლებელი. ფილარმონიული ფართი – ჩევნი ოცნების ფართი. ჯერჯერობით მაინც მგონია, რომ ფილარმონიაში მრავალსართულიან ფართის არ გამაკეთებინებენ – მთვრალმა ფართიკაცებმა შეიძლება შუშები დაამტვრიონ და სადმე ჩაიჩეხონ, დერეფნებში კი გემრიელად მიაფს-მოაფსან. მოფსმაღა აკლია ფილარმონიას!
ფილარმონიის ყველაზე კარგ დანიშნულებას ერთი ჭკვიანი კაცი მიხვდა და ზედ დიდი ეკრანი დაკიდა, მეორე ჭკვიანმა კაცმა კი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენება მოინდომა.
ამის შემდეგ ხალხი ცოტა უფრო ბედნიერია. ყველაზე კარგ ტელევიზორში შეუძლიათ უფასოდ თამაშების ნახვა. ფართი ჯობია ფეხბურთს, მაგრამ ეგ მერე იქნება … ფილარმონია ფართი მთელ 5 სართულზე.
ფინალზე ყველაზე ბევრი ხალხი მოვიდა. ისხდნენ გზაზე, ბორდიურებზე, მიწისქვეშა ჩასასვლელის კედელზე, ფილაქანზე, შადრევანში, ზოგმა კაფიდან სკამები მოიპარა, ზოგი ვერის ბაღთან ჩამოჯდა, ზოგი საერთოდ დადგა… მიყვარს ყველაფერი ტოტალური და მშვიდობიანი. მიხაროდა.
ფანები
საერთოდ ”ფანი” ცუდი სიტყვაა, უშნო და გასაზიზღრებული. მაგრამ ბევრი თავის თავს ასე ეძახის და მეც ასე ვიტყვი. ფანები! ღმერთო რამდენი ფანია ტფილისში! საკმარისია გუნდი ფინალში გავიდეს და უამრავი ადამიანი იმ ქვეყნის ფერებში ჩაიხატება, მოიკაზმება და ფეისბუკზე საცხოვრებელ ადგილსაც გადაიკეთებს. სტატუსად კი დააყენებს ფრაზას: (მაგალითად) ”გერმანია მაგარია!”
ეს ცუდ ფანებზე ვთქვი. ბევრი ნამდვილი მოყვარულიც არსებობს და გულიანად უხარია, თავის საყვარელი გუნდის ფორმას რომ იცმევს და თამაშის ყურებისას პატარა, საყვარელ მიკროკლიმატს რომ იქმნის. ცოტასაც რომ ნანობს რომ იქ არ დაიბადა, რომ ნამდვილად მათთვის ეგულშემატკივრა და გუნდს გასვლით თამაშზეც რომ გაყოლოდა.
ფილარმონიასთან ვნახე ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც ყოველ სახიფათო მომენტზე ეპილეფსიამორეულს ემსგავსებოდა. ეს არის არაბუნებრივი და ცუდი. ბევრ მათგანს ტოტალიზატორშიც არ ჰქონდა გამაზული… მათი საქციელი მე არ მომეწონა. ფეხბურთი რელიგიაა, ამიტომ შიგნიდან უნდა გიყვარდეს და ვნებამორეულმა ფილარმოინიის ფილაქანს ტვინი ზედ არ უნდა დაანთხიო.
დენის ბერხკამპის მაისურიანი ადამიანი დავინახე და გული გამითბა… მფრინავი ჰოლანდიელი გუნდში აღარ არის…
სახე
ფინალის ყოველი წუთი ძვირფასია და არ უნდა გამოტოვო. მე მაინც სულმა წამძლია და სულ უცხო ხალხის სახეების ყურებას დიდი დრო შევალიე. ისინი მე ვერ მამჩნევდნენ და იყვნენ მართლები. ყვითელს კი მშვენიერი არისტოკრატული პროფილი ჰქონია
ბელლა
შადრევანზე მჯდომი ადამიანის გადაღებისას მოვიდა ბელლა. ბელლას სინამდვილეში ალექსანდრა ჰქვია და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკიდანაა. ცოცხლად იმ დღეს პირველად ვნახე. თან თვითონ მიცნო. იმედია მიხვდით, რომ დიდი ხნის ფბ ნაცნობზე ვლაპარაკობ. ბელლა ძალიან მომწონს.
ინიესტა
პატარა კატალონიელმა თეთრმა ბიჭმა ჰოლანდიას ერთი გოლი გაუტანა და ღმერთი გახდა. ბევრმა ფული მოიგო და შამპანური გაასხა. ბევრს ისევ ეპილეფსიის მაგვარი შეტევა დაემართა, ბევრს უბრალოდ გაუხარდა, მე კი გამიხარდა ინიესტამ რომ გაიტანა, მაგრამ მაინც, ჰოლანდიის მოგება მინდოდა. იმიტომ, რომ ჰოლანდია ჩემი სახლია. ჩენ 2012-ში მოვიგებთ.
პს. ბევრი ფოტო გადავუღე ერთ ლამაზ ფრანგ გოგოს და იმას ხვალ დავამატებ.
ლამაზი ფრანგი გოგოების ფოტოები დაიდოს! 😀
ფინალის შესახებ რაც წამიკითხია ყველაზე განსხვავებული პოსტია…მომეწონა:) რამდენი და რა კარგი ფოტოები გადაგიღია :)))
რეპოტაჟი უკეთესი იყო, ვიდრე თავად ფინალი! 🙂
მით უმეტეს ჩემთვის, წაგებით გულდათუთქული, უხეირო თამაშით ნერვებმოშლილი, ვუვუზელებით დაყრუებული და მსაჯებით გაწამებული ბრაზილიის ფანისთვის.
ეჰ… ბრაზილია… ბრაზილია…
რა დაელოდება 4 წელი
es bolo gogo frangia? :s
kargi fotoebia da kargad uzeimiat gamarjveba ^^
ფრანგიც კაია, ბელაც კაია და ვაბშე ყველა კაი გოგო კაია 🙂
avtori zedmetad tavdajerebulia…. 21 saukunis problema 😉
nu daijereb dzalian 🙂 es xom fizika araa 🙂
chemi da ketis surati ikneb dado fbze raaaaaaaaaaaa…super postia 🙂
Screw your კაპიტალისტური “ფეის და დრესკონტროლი”!!!
“მათი საქციელი მე არ მომეწონა. ფეხბურთი რელიგიაა, ამიტომ შიგნიდან უნდა გიყვარდეს და ვნებამორეულმა ფილარმოინიის ფილაქანს ტვინი ზედ არ უნდა დაანთხიო.” – რა საკაიფო სკოლის მოსწავლის ფრაზა იყო, “მე არ მომეწონა”; გერმანიის ფანები არ გინახავს, ინგლისელებზე რომ აღარაფერი ვთქვათ? რელიგია კი არა, ზოოპარკიდან გამოქცეული ველურების სპორტია.
sophie, isini tavisas gulshematkivroben da ara vigac gadamtielebs 😉 germaniashic minaxavs avi fanebi, inglisshic da glazgoshic var namyofi celtic-rangersze.
da ra ginda chemi skolis moswavlis frazebisgan? an zooparkshi veluri sad ginaxavs?
ვაუ, როდის შეცვალე დიზაინი, როგორც ჩანს კარგა ხანია არ შმეომიხედავს.
PerfecT!
და რეპორტაჟც სუპერ, მანდ უნდა წავსულიყავი, არადა მეგონა მანდ მარტო ჰოლანდიის ფანკლუბი იყო და ესპანეთის გულშემატკივარი სასტიკ უმცირესობაში ვიქნებოდი
ცხოვრებაში პირველად ვუყურე ფაეხბურთს ამდენ ხალხთან ერთად და მივხვდი რომ სახლში ტელევიზორში ყურება მირჩევია. სულელურმა ფრაზებმა, კომენტარებმა და რეპლიკებმა გამაგიჟა. კიდევ კარგი ჩემი გუნდი არ თამაშობდა.
საინტერესო ფოტოები იყო, ფოტორეპორტაჟიც გამოვიდოდა, არადა ჩემპიონატის ფოტორეპორტაჟი არსად მინახავს
natalia, fotoreportajia es 🙂
ძალიან მომეწონა პოსტი.
მომწონს ფოტორეპორტაჟები : )
ბლოგებს არ ვგულისხმობდი, ბეჭდური მედია მქონდა მხედველობაში 🙂
“ჰოლანდიის მოგება მინდოდა. იმიტომ, რომ ჰოლანდია ჩემი სახლია. ჩენ 2012-ში მოვიგებთ”.–ara kaktus evropa ara zmaoooo…2012-ic magati iyos..chven msoplio gvinda 2014!!! 2018..2022…….
bebiashenisam abram 😀
yaaay )))
თურმე რა ხდებოდა ფილარმონიასთან
კარგია ისე ასეთი შეკრებები
უფრო უკეთ მოწყობილი რომ იყოს შემდეგისთვის, კარგი იქნება )
კარგია. ფეხბურთი გყვარებია:D
მამენტ, შენი უფრო მესმის ვიდრე იმ ტიპების ვინც ფინალის დროს ეზოში ფეხბურთს თამაშობს:D
great article!
ფოტოები ძალიან მომეწონა, კარგად გამოხატავს ემოციებს 🙂 ფეხბურთის ფანების ისტორიის წიგნი რომ შედგება იქ აუცილებლად მოხვდება შენი სურათები 🙂
Amazing!!!!
ukudo xars tviton rom ar qonda kudi da sxvebs rom uqshevda buzebs ai magas gvanan “tbiliseli espanetis fanebi”, zeimoben “MOVIGET CHEMPIONATIO”, sasaciloa 😐 😐
ომ გოგოს სურათები დაიდოს! შემიყვარდა უკვე და რა პინტია რო აღარ დებ? :შ
davdeb don worry 😀