მინდა დუპლექსი ბინა

დიდი ფანჯრებით. წინა
ხედი – ნაძვების ტყე
ჭერი – მაღალი
პარკეტი ხის.
ნანინააა
და კაროლინა,
ჩვენი კაროლინა
გამოგზავნის
ტუალეტის სპრეის
ჰაი ნანინააა
ნანინააა
და კაროლინა გამოგზავნის

დეოდორანტებს.

ნანინაა…

ტყის პირას გაიხარებს
სმაროდინა
ჟოლო, ბატატი…

შავი მოცვი

გრიზლი დათვისთვის.
ნანინაა ნანინაა..
გამომიარე
სექტემბრის ათისთვის.

კაროლინამ

მალოდინა
ნანინაა ნანინააა
და მიირთვა სმაროდინა

მოცვის ჯემი,

ბატატი ყველით

ტყეში გავიდა

კაროლინა
ნანინაა..

ნაძვების ტყე
ტროლებით სავსეა.
ყოველთვის ასეა
კარტოფილს მპარავენ
ბოსტნიდან ტროლები.
დასეირნობს კაროლინა
ტროლებთან ტყეში.
ლამაზუნა კაროლინა

ნანინაა ნანინაა

გრიზლი დათვმა მოცვი ჭამა,
გამოძღა და დაიძინა
ნანინაა ნანინაა