გივი ჩემი ძმაკაცია. როცა გავიცანი ჯერ ძალიან პატარა იყო. სკოლა არ ჰქონდა დამთავრებული და ნერვიულობდა: “უნივერსიტეტის საკმარისი ქულები რომ ვერ მოვაგროვო მაგარი დამერხევა”-ო.

გივი ძალიან წყნარი და წესიერია. მაშინ არც ფართიებზე დადიოდა, არც გოგოებზე ჩალიჩობდა… მერე ჩემთან ერთად დადიოდა ხმაურიან და გაურკვეველ ფართიებზე, უცნაურ ხალხს იცნობდა, უმეგობრდებოდა.

ერთხელ ერთ ჩვენს ძმაკაცთან ერთად ვსვამდით. როცა წამოვედით გივის მოვატყუე ეგ გეია მეთქი. მაგინა, მაფურთხა, თავის თავსაც აგინა და მერე მე დამინახა სიცილისგან ფეხზე რომ ვეღარ ვდგებოდი და გაჩუმდა. მერე ისევ მე მომადგა. გივის არ უყვარს გეები და უყვარს ქართული ტრადიციული სუფრა დიდი ყანწებით.

ერთ ფართიზე გივიმ თამჩო გაიცნო. მერე რამდენჯერმე დავინახე ზასაობდნენ. მერე ერთმანეთი დაიკიდეს. ახლა ორივე ერთმანეთს ძალიან კარგად იხსენებს.

გივის შიშები არ გამართლდა და უნივერსიტეტში ძალიან ადვილად ჩააბარა.
– გივ, იქ ნამდვილ ქართულ სექს-მანქანად უნდა იქცე. – დავარიგე წასვლის წინ.

სწავლის პირველ წელს გივის ბუდაპეშტთან შეგუება გაუჭირდა. თავისი ქალაქი ენატრებოდა და არც სექსში ბრწყინავდა. მთელი წლის მანძილზე მგონი სულ ორი გოგო ჰყავდა.

მერე გივისთან ბობი ჩავიდა. ადამიანი, რომელიც ყოველთვის დარდობს გლობალურ პოლიტიკაზე, ნატოს გაფართოვებაზე, გაეროს უსუსურობაზე და კიდევ უამრავ ისეთ რამეზე რაც ჩვენ ფეხებზე გვკიდია. არადა ბობი 19 წლისაა.
გივიზე ბობიც ქილიკობდა, “გოგოებზე ალერგია აქვს”-ო. მერე გივიმ მითხრა რომ ბობის ვიღაც ბებერთან ჰქონდა ერთხელ სექსი და თავს ამაყად ამიტომ გრძნობდა. თან ის ქალი ზედ გივის ლოგინზე გაუკრავს. გივი რომ ოთახში შესულა, ყველაფერი დამთავრებული იყო: ქალი მის ლოგინზე იწვა და ფშვინავდა, ბობი კი მეორე საწოლზე გაზეთს მშვიდი სახით კითხულობდა და სიგარეტს ეწეოდა.
გივი და მე კიდევ რომ შევხვდით ძალიან ბევრი ვუჩიჩინე. ვუთხარი რომ არ შეიძლება ამდენი დროის კარგვა, როცა ყველა გოგო ზედ გახტება, გაქვს ცისფერი თვალები და ათლეტური აღნაგობა, იცი 4 ენა და გრძელი სადღეგრძელოები. მერე გავიგე რომ გივის თავისი პროფესორა მოსწონდა და იმაზე ჩალიჩობდა. მერე დაკერა.
მერე რამდენჯერაც დავურეკე, ყოველ ჯერზე ბობი მპასუხობდა და სულ ერთსა და იმავეს მეუბნებოდა, “გივი პაემანზეა”.
ერთ დღეს გივის არქივებში შევძვერი და საოცარი დიალოგი ვიპოვე.

მარტინა ბატელი გივის სწერს:
– შენი ნახვა მინდა. შესაძლებელია?
გივი პასუხობს:
– რატომ? რა ხდება?
– მითხარი, ამ ღამით ჩემთან შეხვედრა გინდა? სადღაც ნახევარ საათში. ჩემს ოთახში.
– რატომ? რატომ უნდა მოვიდე?
– მოდი. რას ფიქრობ რატომ გთხოვ?
– ხოდა გეკითხები რა გინდა მეთქი.
– მგონი ხარ იმდენად ინტელიგენტი, რომ მიხვდე რატომ მინდა შენი ნახვა.
– აა, სექსი?
– მათ შორის სექსიც. გინდა მოსვლა, თუ არა?
– კი. და კიდევ რა გინდა?
– შენი ლამაზი თვალების ყუფრებით რომ დავტკბე. და ტუჩებით კიდევ. და რაკიია დავლიოთ. თუ რამე უკეთესი გაქვს?

– შენს პრემენსტრუალურ სინდრომზე რას მეტყვი? ეგაა მიზეზი?
– კი, არც უამისობაა. თავის დასაცავი რამეები გაქვს?
– კი, პრეზერვატივები.
– მშვენიერია. წამოიღე. დასალევიც.
– შენს ჰორმონებს რა ვუყოთ?
– ჩემი ჰორმონები ახლა გიჟად არიან.
– და?
– და შენთან სექსი უნდათ.
– აჰა. მშვენიერია.
– რა იყო?
– არაფერი, კარგია მეთქი.
– ვიცი, შენ გუშინ გინდოდა. მე ახლა მინდა.
– ოკ
– ნახევარ საათში მოდი.
– მოვალ.
– ოთახი 745

HEL231984