ზიგმუნდის ფსიქოლოგიური სავარჯიშო გავაკეთე, სთორი შევადგინე რაღაც სიტყვების გამოყენებით: ტყე, მდინარე, დათვი, ხიდი, გასაღები, ბაღი, ყვავილები, მდელო, ღობე და რაც მთავარია მებაღე! აი რა გამოვიდა. მებაღე თურმე მე ვყოფილვარ მერე მითხრეს. შეგიძლიათ სიტყვების მნიშვნელობები დასერჩოთ, ზუსტად აღარ მახსოვს.  sigmund-freud-med

 

 

ზიგმუნდ

 

 

გამარჯობა, მე ფრაუ გროსშტაინერის მებაღე ვარ. ჩემი სახელია ფრიდრიხი და გუშინ 22 წელი შემისრულდა. ნუ, მებაღე ვარ, მაგრამ შიგადაშიგ სხვადასხვა მოვალეობასაც ვითავსებ: ვწმენდ ფანჯრებს, ვასუფთავებ საკვამურ მილს, კრამიტებსაც ვასწორებ თავლის სახურავზე და რაც ჰერ გროსშტაინერი გარდაიცვალა ამის კეთებაც ხშირად მიწევს. ფრაუ გროსშტაინერი ორმოცს მიტანებული ლამაზი ქალბატონიაისტორიის მოყოლა მინდოდა, რომელიც ერთ დღეს დამემართა. ზაფხულის ბუნიობა იყო და გაგონილი მქონდა რომ ამ დღეს ბევრი უცნაური და უჩვეულო რამეები ხდება. დილით ქალბატონის საძინებლიდან გამოვედი და ჩემს ულამაზეს ბაღს გადავხედე. შევამჩნიე, რომ სპილოსძვლისფერი ირისები ცოტა მოწყენილები ჩანდნენ. გუშნდელმა ხვატმა და პაპანაქებამ ჩვენს პატარა ქალაქ ობერჰაუზენში ლამის ყველაფერი გადაახმო. მე კიდევ გადავყევი ლუდის სმას, ქალბატონის ბრძანებების შესრულებას და ჩემი მშვენიერი ყვავილები გადამავიწყდა. ახლა ზუსტად მორწყვისთვის მშვენიერი პერიოდი, ადრიანი დილა იყო. ონკანი მოვუშვი და ქვეცნობიერად გავიგონე სიამოვნებისგან როგორ ჩურჩულებდნენ სპილოსძვლიფერი ირისები. გუშინწინ ტყიდან რაღაც ყვავილების მოტანა მინდოდა და მერე დამეზარა. რა თქმა უნდა ფრაუს გამო, რომელმაც ახალი უცნაური თამაში მოიგონა. ჰოდა, ყვავილებს თვალი ერთიც შევავლე, მოკირწყლულ ბილიკზე გავექანე და ღობეს გადავახტი. კარიდან თითქმის არასოდეს გავდივარ, ყოველთვის ღობეს ვახტები. შეიძლება ერთი გადახტომისას არ გამიმართლოს და ზედ ყვერცხებით ჩამოვეგო, მაგრამ მაინც არ ვდარდობ. მაშინ ქალბატონი ახალ მებარეს იპოვის. მე მოყვარული სელექციონერიც გახლავართ და თავისუფალ დროს სხვადასხვა ჯიშის მცენარეების შეჯვარების მცდელობით თავს ვიქცევ. ახლაც ამიტომ წავედი. მაშინ უცნაური შეფერილობის ცისთვალა ვიპოვე და ახლა მაინტერესებდა ორანჟერეის პირობებში როგორ გაიხარებდა. ობერჰაუზენთან ახლოს რაინის ერთი პატარა შენაკადი ჩამოედინება. ამ პატარა მდინარეს აუფსბახი ჰქვია, ალპების მხრიდან თავპირისმტვრევით რომ მოდის. მის ტალღებს თუ დააკვირდებით და თუ გამჭრიახი თვალი გაქვთ, წყალში მოსხმარტალე პატარა კალმახებს დაიონახავთ. პატარებს იმიტომ, რომ ჯერ ზაფხულია და ისინი ზომის მაქსიმუმს ოქტომბრისთვის აღწევენ. ჰოდა, აუფსბახზე გადებული წანწალა ხიდი გადავირბინე და ვეება, მწვანე მინდორზე გავედი. ისეთი მწვანე იყო, რომ ფეხის დადგმაც კი დაგენანებოდათ. აი ისე, სპარსულ ხალიჩაზე რომ ენანებათ ხოლმე დადგომა მასპინძლებს, წვიმიან დღეს სტუმრები რომ მოსდიან. მინდორზე იყო ბევრი ლამაზი ყვავილი და უგემრიელესი ველური მოცვი: შავი, ტკბილი, წვნიანიერიკ ბლუთუსს ჯარისკაცებმა სწორედ აქ შეარქვეს. ვიკინგ სარდალს თურმე ძალიან მოსწონდა გერმანული მოცვი და დალურჯებული ტუჩკბილით დადიოდა. ქალბატონის ნაცუქარ საათს დავხედე, დრო კიდევ მქონდა და შემეძლო იმდენი მოცვი მეჭამა რამდენსაც მოვისურვებდი. დავიჩოქე და ბუჩქების გაცენცვა დავიწყეალბათ ამ საღამოსაც რამეს მოიფიქრებს ფრაუ!..” გავიფიქრე და კისერზე ხელი მოვისვი, სადაც ვერცხლის ჯაჭვით მისი საძინებლის გასაღები მეკიდა. ჰოი უბედურებავ! გასაღები აღარ იყო! რა გავაკეთო, სად დავარდა ეშმაკმა იცის! იქნებ კისრიდან იმ დროს შემწყდა მდინარეზე რომ გადმოვრბოდი და ახლა კალმახების ლიფსიტები ეთამაშებიან?… ამ ფიქრებში ვიყავი, როცა ვიღაცის ხავერდოვანი ბანი გავიგონე: “ესკუზე მუა მისიე, გასაღები დაგივარდათ!” ჩემს უკან უზარმაზარი დათვი იდგა და თათზე ჩამოკიდებულ გასაღებს თავაზიანი ღიმილით მიწვდიდა. არასოდეს მინახავს დათვი ფრანგულად ლაპარაკობდეს!