ეს არის ჩემს მიერ დაწერილი ჩემი უსაყვარლესი ლექსი. ინგლისურად “ზი პოემ”. ფოტოგრაფების კორპორატიული ლექსია რაა🙂

აი და ენჯოი ზი ფოემ

ფოტოგრაფი

რა მინდა ახლა კიდევ და მეტი? 
სიგრძე სულ რაღაც ოც-და-თხუთ-მეტი 
მილიმეტრი, 
განათება – ძალიან მკვეთრი; 
ქაღალდი – პრიალა, გლუვი და თეთრი 
და შენ, რომ სხივით ფირზე დაგწერო, 
თვალები – მწვანე და საბედისწერო; 
ტუჩები ისეთი, მხოლოდ შენ რომ გაქვს 
და მკერდი კრეტულ ფორთოხლებს მოჰგავს… 
უნდა დამიჯერო, 
რომ თვალი ვიჯერო: 
პროფილი მიჩვენე, 
ასე გაშეშდი, 
ახლა გამკიცხე და შემაჩვენე! 
თმის ბოლო მოწიწკნე ნაზად კბილებით, 
მკერდი დამალე, ნუ იღიმები! 
ასე დაგქანცავ მთელი საღამო, 
ახლა ხარ დაღლილი, მეტად საამო: 
მწვანე თვალები იბინდებიან, 
ეგ თმები ნიავს ეგებებიან. 
ვენტილატორი სველ ტანს უბერავს, 
შენ აღარ მაქცევ მეტ ყურადღებას, 
წვები და ამბობ: 
– ფოტოგრაფოოო, 
დროის გრაფო, 
წამის მეფევ, 
თვალზე სწრაფო, 
როდის იქნება? 
ფოტოგრაფოოო…