თუ პურპურში არ ხარ ნამყოფი ვერ გაიგებ როგორ ცდილობენ ტფილისელები იმის დაბრუნებას, რაც კომუნისტებმა და ურბანიზაციამ წაართვა. ურბანიზაცია ისეთი ოხერი რამაა რომ ყველგან ქარხნებს აშენებს და ტფილისისნაირ საყვარელ არსებებს ბეტონში ახრჩობს. თავისთავად ბეტონი ცუდი არაა, მაგრამ აქ არა, სხვაგან, სადმე ნიჟნი ტაგილში.

გუგა რაღაცეებს პოულობს და პურპურში აბრუნებს. ისეთ რამეებს პოულობს რაც ასე გასაღებივით დაგვეკარგა და თან თავისასაც უმატებს, ისე როგორც რეზო სოკოს სუპს პილპილს უმატებს ხოლმე და გაცილებით უკეთესი გამოსდის. ჩვენც პურპურში მივდივართ და რაღაცეებს ვიბრუნებთ. ასეთი ტექსტით ოცდამეერთე საუკუნის ქართველი ტელეჟურნალისტები სიუჟეტს იწყებენ ხოლმე. ამნაირ სიუჟეტს ფიჩკა ჰქვია, ანუ იგივე ფიჩერსი. გირჩევთ ტექსტი ასე არასოდეს დაიწყოთ

გუგას რამეების დამატებაში ერთი შინაური ჯადოქარი ეხმარება. მოფერებით შინაურ ჯადოქარს თაზაზელოს ვეძახით. ნაღდი სახელი კი არავინ ვიცით. თაზაზელო პურპურის მიწისქვეშ ცხოვრობს და მხოლოდ შოტლანდიელ ქვემო უბნის ბიჭებთან ძმაკაცობს, დანარჩენებზე ამბობს ღმერთს არ უქნიანო და მოპარსული თავიდან მარტივად ირიდებს ხოლმე. ადრე თაზო სირაჯობდა. ღვინოს ყიდდა და მაკი ჰქონდა. მერე შავკბილებიანი მაკი გაუფრინდა, სირაჯხანიდან თვითონ წამოვიდა და კარგა ხანს დარდანელის ნაპირთან იჯდა. გუგამ რომ დაუძახა იფიქრა რომ დრო მოვიდა, ადგა, თავი ერთხელაც გადაიპარსა და პურპურში ჩასახლდა.

მე კიდევ ხათუნა სირაჯხანაში დავნახე. როგორ ლამაზად ჭრელი იყო! ხელიდან ნაყინი გამივარდა. ნაყინი ნუშის და კარამელის იყო და მოპირდაპირე “ლუკა პოლარეში” მქონდა ნაყიდი. ისე მომეწონა როგორც ამბერ მარი ჩავესის აბაზანასთან ჩამუხლული პატარძალი, ან ეგ რა მოსატანია. 


ოჰო და ეიონ მა ბეიბი ბოი! შემომიძახეს ენტონიმ და ჯონსონმა და ყვავილებიანმა ხელმა საზარდულით დამითრია.

რა დასამალია, შიგნით რომ შევედი და მივაშტერდი. თან მშვენიერი Full frame მქონდა, 50მმ f1,4 ლინზით. დავუმიზნე და არაო. ჩემი კამერის შათერს კრიჭა შეეკრა და არ გაიხსნა. მივხვდი რომ ისიც ჯადოქარი იყო და შევეშვი. თაზაზელომ არაფერი თქვა და გაიცინა.

ხათუნა და მე ერთ დღეს დავიბადეთ, უბრალოდ იმას ჭორფლები აქვს და მოწითალო თმა, მე კიდევ არა. ეგ მერე გავარკვიეთ, მანამდე მარტო თაზაზელომ იცოდა რომ მე ხათუნა ავაღმერთე და როცა ხათუნა მასთან იყო თავის შავკბილებიანი მაკიდან მწერდა ხოლმე: “მოდი, გაგიხარდება”-ო.

როცა სირაჯხანაში ხათუნა სტუმრობდა იქაურობა მყიდველებით ივსებოდა. თუ მყიდველებით არა დამაფასებლებით მაინც. ანუ იმ ადამიანებით, რომლებიც ყველგან მიდიან და რაღაცეებს აფასებინებენ. ენივეი, ხათუნას დღეებში სირაჯხანა ვაჭრობას ვერ აუდიოდა, ალბათ ტფილისში არც ერთ გამყიდველს არ აქვს ასეთი გრძელი ფეხები და ასეთი საყვარელი მექანიკური კარლ ცაისი. ჰოდა უხაროდა დარსალიას.

დარსალია მთავარი სირაჯი და მწიგნობარია ქალაქში. ქერა ხვეული თმა აქვს და ცისფერი თვალები. დარსალიას ცისფერი თვალების გარდა ბლომად ვალებიც ჰქონდა, თითქმის ყველა პაბში, ოღონდ ადრე. მერე გაბრაზდა და საკუთარი სირაჯხანა გახსნა, მერე საერთოდ მეიდნის მთავარი სირაჯობაც შეითავსა და ახლა დადის მთელი დღე წიგნის ერთი მაღაზიიდან მეორეში, მესამეში, მერე სირაჯხანაში და მერე კიდევ თავიდან…

როცა ხათუნა ჩვენთან არ იყო სულ ჭამდა, ან ეძინა. მერე ლევანიკოს ჭრელი კოლგოტები აჩუქა და ისიც სიამაყით იცმევდა ხოლმე. მერე ხათუნა დუბაიში გაფრინდა და დიდი ხანი არც მინახავს იმიტომ, რომ მეც ფერროპოლისში გავფრინდი. ფერროპოლისში ვიყავი და პერსეპოლისზე ვფიქრობდი. ვიღებდი კოკაინიან სქინი გოგო-ბიჭებს და ტბაში ტიტველი ვბანაობდი. მალე ისევ ტფილისში დავბრუნდი და ქალაქის ყველაზე მაღალი სახლსი სხვენში შევსახლდი, პატარა რადიო გადამცემი ვიშოვე და ყოველდღე ეთერში ათას აბდაუბდას გადავცემდი. ერთხელ ადამიანებს ისიც ვასწავლე ასპარაგუსიანი პასტა როგორ უნდა მოემზადებინათ. მერე სხვენში ერთი-ორჯერ შებრაწული ასპარაგუსის სუნიც შემომიძვრა და მივხვდი რომ ვიღაცამ ჩემი რეცეპტი ჩაიწერა და დააგემოვნა.

რამდენი ხანი გავიდა და ხათუნა არ გამოჩენილა. რამდენჯერმე ვნახე სიზმარში. იცინოდა.

რუბენსს ყველა იცნობს. მეც გავიცანი შარშანდელ მასლენიცაზე. კარგად მახსოვს. გაოცებული იყო, ვერ იგებდა როგორ მოხვდა ვოლგოგრადის ობლასტში და ამდენი შავი ხიზილალა საიდან გაჩნდა. შორტებით იყო და მერე ბაბუაჩემის ქურქი მოვასხი. მან უბრალოდ არ იცოდა რომ მე მოვინდომე მისი იქ ყოფნა და ვერასოდეს გაიგებდა იქ როგორ გაჩნდა. ჩავუძმაკაცდი და აგერ დამირეკა კიდევაც, “დუბაის გრან პრიზე გამოვდივარ და არ გამოტოვო მიყურეო.

როგორი ლამაზია “ფორმულა ერთის” ზეიმი! ჭრელი მანქანები გასწვრივ და თავგასიებული პილოტები. კოსტიუმის ფერი ჰელმეტები რომ აფარიათ გგონია რომ თავგასიებული ელფები არიან. ვათვალიერებდი და თვალს ვახარებდი, მერე კმოულოდნელად ამდენ თავგასიებულ ელფში ხათუნა დავინახე. დიდი ჩანთით მხარზე ბოლიდების გვერდზე იდგა. კამერაზე 70-200 f2.8 ლინზა ეკეთა. საშინლად დაღლილი სახე ჰქონდა და სცხელოდა. რა უნდა მექნა მაშინვე ტელეფონს ვეცი და რუბენსს დავურეკე. არ დამიჯერებთ რომ ვთქვა თავად რუბენსმა მიპასუხა მეთქი, ამიტომ მისმა მწვრთნელმა აიღო ყურმილი.

– გამარჯობა მე ტომას მაკლარენი ვარ ტფილისიდან… რუბი დამალაპარაკეთ საქმე მაქვს. ალბათ მწვრთნელს ახსოვდა რომ ჩემი სურვილით გაჩნდა რუბენსი ვოლგოგრადის ობლასტში და გართულება რომ თავიდან აეცილებინა, ტელეფონი მაშინვე რუბის მისცა.

– გისმენ ტომას! მიყურებ?

– კი გიყურებ რუბენს. მინდა რომ ერთი ფოტოგრაფი დამალაპარაკო, მანდ დგას სადღაც.

რუბი მიხვდა რომ უნდა მოეძებნა. მე უკვე ტელევიზორში დავინახე როგორ დადიოდა და გაჰყვიროდა: “Khatuna! Thomas está chamando! Khatuna onde está você?” ბოლოს როგორც იქნა მიაგნო და ტელეფონი მისცა.

- ხათუნააა!

- დღეს პირველად ვარ რალიზე ტომას. ძალიან ცხელა. ცუდად ვარ.

ხათუნამ ტელეფონი რუბენსს დაუბრუნა და გადაღება დაიწყო.

დუბაის მზე ძალიან ცხელია. ტფილისიდან კიდევ იქ წყვილები თაფლობის თვის გასატარებლად მიდიან. წარმოიდგინეთ თაფლობის თვე ასეთ სიცხეში… ნამდვილი ცოტნე დადიანის ეფექტი. ხათუნა კი მზემ შეაწუხა. საოცარია, ჩემს ოთახში უკვე ისეთი სიცივე იყო რომ ძველ შავ კლავიატურაზე ხელთათმანებით ვბეჭდავდი. სამწუხაროდ ბასის დაკვრა ხელთათმანებით შეუძლებელია. ჩემი ფენდერის წითელი ბასი გაზაფხულამდე დათვივით ბუნაგში დავაძინე.

ბევრი აღარ ვიფიქრე და სახურავზე ავედი. ჩემი დიდი ფეხი ავწიე და დუბაიში გადავდგი. მეორეც მივაყოლე და რალიზე გავჩნდი. ხათუნა იქ ვეღარ დავინახე, უბრალოდ მზეს ხელი მოვკიდე, ჩემს ბრჭყვიალა საწვიმარში გავახვიე და ტფილისში წამოვიღე. სახლში კუთხეში მივაგდე და კალკა მოვახვიე, რომ რბილად გაენათებინა. ხელებს რომ მიუშვერდი გითბობდა, წიგნს – გინათებდა. სახლში მზე მქონდა.

იმ დღეს და უკვე ღამეს დუბაიში რალი შეწყდა და ხათუნა სტუდიაში დაბრუნდა, ამიერიდან ცოტა ჰქონდა სარბენი და აღარც სცხელოდა. უბრალოდ სტუდიაში გადაიღებდა და სულ ეგ იყო. მზე აღარ იყო და გარეთ აბა რაღა უნდოდა.

დუბაის მარტო ცათამბჯენებიდან გამოსული შუქი ანათებდა. მალე ქალაქის ქუჩებში ასფალტიდან შავი სურო ამოვიდა და ცათამბჯენებზე აცოცდა. სინათლიან ფანჯრებს შეესია და დალუქა. ხათუნა კი სტუდიაში გრილად იყო და იღებდა.

ამ მზემ კი გამაწამა. შუქმა კედლებში გააღწია და რაბინოვიჩთან გავიდა. რაბინოვიჩი ჩემი კარგი მეზობელია. რამდეჯერმე მთხოვა, “სინათლეს რამე მოუხერხე ბავშვს ღამე ეღვიძება და ვნერვიულობთო”. თერმო კოჰმა დახვრეტილი ფოლგა მოიტანა და მზე შიგ შევახვიეთ, ახლა სახლში გაფანტული განათების წყარო მქონდა. მზე საბოლოოდ რომ არ დახუთულიყო დილაობით ვასეირნებდი და ბოტანიკურში ამყავდა, ერთხელ გზად ლერმონტოვზე გუგამ დაგვინახა და დამიძახა. პურპურში რომ ავედით მზეზე თქვა

-ესეც დაკარგული გვაქვს და მოდი ჩემთან დატოვე.

გუგას უარს ვერ ვეტყოდი და მზე დავუტოვე. იმან კიდევ თაზაზელოს ბარის უკან ამოდო. მაგარი სანახავი იყო, ჯეკი, ჯინ ბიმი, ჯეიმისონი და უკან მზე. მთელ პურპურს ანათებდა. სავენტილაციოთი კახასაც კი შეწვდა მეორე სართულზე და თმა აუტრუსა. თუმცა მანამდე კახა ისედაც წითური იყო.

თაზაზელოს ბლენდერი არ ჰქონდა და ცივ ყავას ხელით ურევდა ხოლმე. იმ დღესაც ცივ ყავას იმზადებდა, მე და გუგა სოკოს სუპს მივირთმევდით, გვერდზე მაგიდასთან ოთო ბაგრატიონი იტ ღმერთზე და ტომ უეიტსზე ესაუბრებოდა. ისინი ვერაფერს იგებდნენ და ყოველ 5 წუთში ერთხელ ტო ურეკავდნენ თხოვნით “ოთო შეაჩვენეო”. ოთოს ვერავინ შეაჩვენებს, თანაც ხელით შეკერილი პიჯაკი აცვია და ძალიანაც უხდება.

- ყველაზე მაგარი ხმა ძველს ვინილს რო აქვს იცოდით? – იკითხა ისევ ოთო ბაგრატიონმა – Мой любимый звук — это жарящийся на сковороде бекон. Если вы запишете этот звук и проиграете его задом наперед, то он будет трещать и пощелкивать, в точности как старая пластинка на 33 оборота. А этот звук сейчас не так просто найти!..” იუთუბზე ნახეთ ამ ფანჯარას როგორ ვკეტავ? პანტერასავით ვხტები!

ყველამ ფანჯარას შეხედა და ოთომ ახსნა დაიწყო. ამ ამბავში კარი გაიღო და ხათუნა შემოვიდა, უკან სამი შეიხი შემოჰყვა. შეიხებმა აბრეშუმში შეხვეული სამი პატივისცემა მოიტანეს და მაგიდაზე დაალაგეს. ჩვენ ფეხზე წამოვდექით, გუგამ კი სტუმრები სუფრასთან მოიპატიჟა. ისე გამიხარდა ხათუნას დანახვა, რომ შეიხები სულ დამავიწყდა. ისევ მივაშტერდი და ნახევარი საათი თვალი არ მომიშორებია, ვუყურებდი და ვუყურებდი და ყურებში მიგუგუნებდა. ამ ყურების გუგუნში გუგა მომიბრუნდა:

– მზე უნდათ ტომას.

რა საოცარი კაცია, ან არაბულის სწავლა სად მოასწრო… მერე იმათ უთხრა, “მზე ყოველთვის ჩვენი იყო, მერე დაგვეკარგა, ახლა კიდევ ვიპოვეთ და ვეღარავის გავატანთო”. მერე წვერზე ხელი დარბაისლურად ჩამოისვა და დაუმატა:

– თუ გინდათ ვორონცოველ ოსტატ ნიკოს ასლს გავაკეთებინებ და ის წაიღეთ, თუ არავის ეტყვით ვერავინ გაიგებს. შეიხები მიხვდნენ რომ მეტი გზა არ იყო, ნიკოს ერთი კასრი ღვინო ჩაუტანეს და იმანაც საღამომდე მზის ისეთი ასლი გაუკეთა რომ ნამდვილისგან ისინი კი არა და მეც ვერ გავარჩევდი. შეიხებს დიდად არ უნდოდათ ასლის წაღება მაგრამ მერე მაინც წაიღეს და ტფილისში მაშინვე ქორწილები გახურდა, თურმე მთელი ეს დრო რაც მე მზე მოვიპარე აღარავინ დაქორწინებულა. ყველა საპატარძლოს დუბაიში უნდოდა თაფლობის თვე და ელოდნენ მზე საემიროებში როდის დაბრუნდებოდა. საბედნიეროდ ტფილისში ვორონცოველი ოსტატი ნიკო ცხოვრობს და ტფილისელი გოგოები გაუთხოვრობისგან იხსნა.

მზე ისევ ბარის უკან დევს და თაზაზელოს ზურგი ახლაც თბილად აქვს. ხათუნა ჩვენთან დარჩა, მზე კიდევ პურპურში.

PS: ბახალამ რომ გაიგო ტომასმა მზე მოიპარაო გაგულისდა და ბაქრაძეებისგან ძროხა მილკა მოიპარა.

photo – Amber Mary Chavez

everything was nice and scary, but nothing interesting. there were no orthodox parents union schizoid sons of the bitches. if u remember Halloween 2008 u know about what i am writing. u can see my old report about it in old posts. in georgian. cheers.

So many dance! So shiny beauty and the reason of all these: Nina Sukhishvili – the head of georgian national ballet.

She is so shiny, lovely, kind, beautiful and full of positive.

I think I fell in love with her… and not only with her …  :)

And I am so sad that I can’t dance…

and now the most beautifull girl of “Sukhishvilebi”

He’s my twin bro. We were born one and the same year,  month and day. we look like each other. we were playing one and the same basketball team, then for the national team. both we are gangsters, but i am a photo gangster and he is real gangster. We are always in business and he is often in the hospital. I love him because he is my twin and we are like each other. We are not artificial, we are both real.

He must be born somewhere in Sicily or in Chicago in 30-s.

of course he is not my real twin but he is! :) )))

Once I was having my lunch in the cafe and suddenly i hear tv anchors voice: “Gangland-style bloody shootout in Old Tbilisi District: Two young men have been fired in the car by unidentified criminals…”

everybody in the cafe looked at the screen and i heard their replics:

- Oh what a boy!

- He looks like Jud Law!

- So sexy! So Masculine!

and I looked at Tv and i see Bakar in hospital with a droper in his vein. and he was speaking,

“I don’t know what they wanted… I think it was a mistake…”

it’s my bro Baccarat

and i went to see him.

Sensei Vato said, “Be simple and everybody will understand that you are a genius”

I am just simple yet

we are from another galaxy. from somewhere near orion. we are illuminates. we bring light to people. at first we were one and now are many and everything’s in our silver lightning. we light up Kus Tba forest and we don’t worry if 3 tigers escaped from the zoo. koz we’re illuminates, children of the frozen light. we eat neon and drink liquid neon. anabechdi was our home. now we have an ambassador of illuminates in NYC.  little craw stole a illuminated caw.

dedicated to the queen of illuminates –  Nino Daraseli.

Idea – Temo KOhi Machavariani

Photo – Duke Alexander Bagration-Davidoff

Generators – Archil and Grandfather

Car – Salome Kikaleishvili

Milka’s ex Master – Gacha Hemmeh Bakradze

Muscles – Temur Kakha Dolidze

Media Support – Rustavi 2, We Are Sweet, Bina studio, Bagrationi’s Blog, Facebook

I hate Swedish band Abba, it means,  I hate their song “Money”.

I don’t hate Pink Floyd but i hate their song “Money”.

I love to make money.

Money is not a passion for me.

Because I am a rich guy.

 

When its 8:00am and you spent all night at work, editing some stupid story in terrible soft – “Avid liquide”

and u already have a make up on your destroyed face and it covers big dark bags under your eyes.

and you have to smile because the whole country looks at you.  without any hope but doesn’t matter

and you have just 5 minutes before the live.

and you don’t want to smile to camera. but you see these landscapes and feel their freshness, smell of the fog and 5 degrees and you smile, because it’s a beginning and it’s a genesis. and you see the sunflowers.  and you are the part of all this and after 4 minutes she show will start and you keep pure morning on a film. last three shots.

Architecture – my frozen love